შაბათი, თებერვალი 14, 2026
Home მსოფლიო ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, ეს სხვა ისტორია იქნება – ტრამპი

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, ეს სხვა ისტორია იქნება – ტრამპი

by admin

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანელებთან იმდენ ხანს ისაუბრებს, რამდენიც სურს.

“შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ [ირანთან]. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ტრავმული იქნება, მაგრამ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. პირველ ჯერზე უნდა გავაფორმოთ შეთანხმება.

თუ შეთანხმებას არ მიაღწევენ, მაშინ ეს სხვა ისტორია იქნება.

გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბიბი ნეთანიაჰუსთან და მას ესმის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.

თუ ირანთან შეთანხმება ძალიან სამართლიანი და ძალიან კარგი არ იქნება, მაშინ, ჩემი აზრით, მათთვის ძალიან რთული დრო დადგება…

იმდენ ხანს ველაპარაკები მათ [ირანელებს], რამდენიც მინდა და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა მათთან შეთანხმების მიღწევა. თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ძალიან რთული იქნება მათთვის. არ ველოდები ამას,” – განაცხადა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay