შაბათი, აგვისტო 15, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ 24 თებერვალს არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გეგმის გამოცხადებას აპირებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ 24 თებერვალს არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გეგმის გამოცხადებას აპირებს

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო Financial Times-ის ინფორმაცია, რომ ის 24 თებერვალს არჩევნებისა და ტერიტორიული რეფერენდუმის ჩატარების გეგმის გამოცხადებას გეგმავს.

„რაც შეეხება არჩევნებს, 24 თებერვალს გამოცხადების განზრახვას – პირველად მესმის… ამის შესახებ პირველად ალბათ Financial Times-დან გავიგე“, – თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე საუბარი შესაძლებელია მაშინ, როდესაც „ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება უზრუნველყოფილი“.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების საკითხს უკრაინის ხან ერთი და ხან მეორე პარტნიორი აყენებს. თავად უკრაინას ეს საკითხი არასდროს წამოუყენებია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზად ვართ. მე ვთქვი, რომ ეს ძალიან მარტივია. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და არჩევნები იქნება. თქვენ იცით, რომ ამერიკამ არჩევნების საკითხი წამოჭრა, ამიტომ დეტალებში შესვლა არ მინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმით იმუქრებიან. არა, ისინი არ იმუქრებიან უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმით. სხვათა შორის, ისინი არჩევნებს უსაფრთხოების გარანტიებთან არ აკავშირებენ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay