უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის გათამაშების წილისყრა ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. 12 თებერვალს ბრიუსელის ექსპოში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა. წინა გათამაშების რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში იქნება განთესილი. სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა კი ასე გამოიყურება:
B1 – შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
B2 – შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
B3 – სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
B4 – შვედეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, კოსოვო
ქვეყნები ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. მატჩების კალენდარი წილისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2026 წელს გაიმართება.
I ტური: 24-26 სექტემბერი
II ტური: 27-29 სექტემბერი
III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი
IV ტური: 4-6 ოქტომბერი
V ტური: 12-14 ნოემბერი
VI ტური: 15-17 ნოემბერი
წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი,12 თებერვალს, 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
NAKREBI.GE