ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თეიმურაზ კუპატაძეს გიორგი ალადაშვილი შეცვლის

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თეიმურაზ კუპატაძეს გიორგი ალადაშვილი შეცვლის

by admin

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა.

გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay