შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს

by admin
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის, ვოლფგანგ იშინგერის ცნობით, კონფერენციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტი წევრი დაესწრება.

„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ნდობის კრიზისს განიცდის. ამიტომ, მიუნხენის მიმართ ამერიკელების დიდი ინტერესი სასიხარულოა“, – განაცხადა იშინგერმა.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay