შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე – ნიკოლ ფაშინიანი

by admin

სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სომხეთში ინსტიტუციური რეფორმებისა და ამ სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

„ასევე, ხაზი გავუსვი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განვითარების მიზნით სომხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მზადყოფნა გამოვთქვით, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხების საკეთილდღეოდ განვავითაროთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ასევე, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა.

„მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროებშიც. უპილოტო საფრენი აპარატები ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay