სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home სპორტი 19-წლამდელებმა ევროშესარჩევი მოგებით დაიწყეს

19-წლამდელებმა ევროშესარჩევი მოგებით დაიწყეს

by admin

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა ასაკობრივმა, სტუმრად, ჯგუფის მასპინძელ შვედეთს – 2:1 მოუგო.

შეხვედრაში ანგარიში, პირველი ტაიმის 30-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმის 70-ზე გიორგი ნიკოლაიშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე, საბა გეგუჩაძემ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.

შემდეგ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 16 ნოემბერს, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც დღეს ესტონეთის დამარცხება იდენტური ანგარიშით შეძლო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay