სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

by admin

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე დეტალური კითხვები წარადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განუცხადა.

ჟან-პიერის თქმით,  შეხვედრა იყო “გულითადი, ძალიან კეთილგანწყობილი და შინაარსიანი“.  პრესმდივანმა არ ისაუბრა იმაზე თუ კონკრეტულად კითხვები წამოაყენა ტრამპმა თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დროს, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი “მოუთმენლად ელოდა შეხვედრას, უპასუხა არჩეული პრეზიდენტის ყველა კითხვას, გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები.”

ჟან-პიერის თქმით, ბრიფინგზე გამოსვლამდე ის თავად ესაუბრა ბაიდენს ოვალურ კაბინეტში,

“გვთხოვა, გადმოგვეცა თქვენთვის, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან თავაზიანი. ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ საკითხზე“, – განაცხადა ჟან-პიერმა. მისივე თქმით, მომავალში ბაიდენი შეინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზს არჩეულ პრეზიდენტთან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay