ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home პოლიტიკა პესკოვი – ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას

პესკოვი – ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას

by admin

ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მოსკოვი აგრძელებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს თემა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. რუსეთი დიდი ხანია სთავაზობს ამ მომსახურებას, როგორც შესაძლო გადაწყვეტას, რომელიც შეამსუბუქებდა გარკვეულ გამაღიზიანებელ ფაქტორებს რიგი ქვეყნებისთვის. რუსეთი ამჟამად აგრძელებს ძალისხმევას, ინარჩუნებს კონტაქტებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინარჩუნებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ირანის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციას“, – განაცხადა პესკოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილება თუ არა აშშ-სა და ირანთან ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში ტრანსპორტირების საკითხი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay