71
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებში, 13 ნოემბერს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერება, მათ შორის, ყოფილი “ავაზას” ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ინფანტინო 2016 წლიდან ფიფა-ს პრეზიდენტია, ხოლო მანამდე უეფას გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა