სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო ტრამპმა Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა

ტრამპმა Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა

by admin

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ის ავღანეთისა და ერაყის მისიებშიც მსახურობდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay