აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი ახლა იმ ეტაპზე არიან, როდესაც მათ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სჭირდებათ და „თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან “.
“მე მჯერა, რომ ისინი [ზელენსკი და პუტინი] ახლა იმ ეტაპზე არიან, როდესაც შეუძლიათ გაერთიანება და შეთანხმების მიღწევა. და თუ ამას არ აკეთებენ, მაშინ სულელები არიან… ვიცი, რომ სულელები არ არიან, მაგრამ თუ ამას არ აკეთებენ, მაშინ სულელები არიან. ასე რომ, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს შეთანხმება უნდა დადოთ. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ეს ამად არ ღირს.“
აშშ-ის პრეზიდენტმა შეახსენა, რომ მან „რვაზე მეტი ომი მოაგვარა“, ზოგიერთი მათგანი „რამდენიმე საათში“.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეგონა, უკრაინა-რუსეთის ომი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ზელენსკის და პუტინს შორის „უდიდესი“ და „ანომალიური“ სიძულვილია და ეს არ არის კარგი პრობლემის გადასაჭრელად. აშშ-ის მოლაპარაკების ჯგუფი, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, ამაზე გულმოდგინედ მუშაობს და ჩვენ შევეცდებით შეთანხმების მიღწევას. ვფიქრობ, სტივ, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ,“ – განაცხადა ტრამპმა.