ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო Financial Times – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ევროპის მასშტაბით განლაგებული აშშ-ის ჯარების ნაწილს უკრაინული ჯარები ჩაანაცვლებენ

Financial Times – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ევროპის მასშტაბით განლაგებული აშშ-ის ჯარების ნაწილს უკრაინული ჯარები ჩაანაცვლებენ

by admin

Financial Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის “გამარჯვების გეგმა” იმგვარად შეადგინა, რომ გეგმა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შეხედულებებთან თანხვედრაში იყოს. ტრამპის თანხმობის მისაღებად, გეგმაშია ისეთი პუნქტები, როგორებიცაა უკრაინის რესურსებსა და ნედლეულზე წვდომა და ევროპის მასშტაბით, რიგ შემთხვევებში, უკრაინული ჯარებით ამერიკული ჯარების ჩანაცვლება.

უკრაინას ევროპელმა და ამერიკელმა მოკავშირეებმა, მათ შორის, მაღალი რანგის რესპუბლიკელებმა, რჩევები მისცეს, თუ რა ფორმა მიეცა გეგმის პუნქტებისთვის, რომლებიც შემდგომში გამოიწვევს არა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების შეწყვეტას, არამედ მოტივაციას კიევთან ახლო თანამშრომლობისთვის.

როგორც გამოცემა უკრაინის “გამარჯვების გეგმის” შედგენაში მონაწილე პირებზე დაყრდნობით წერს, 3-დან 2 პუნქტი ზელენსკის გეგმაში სწორედ ტრამპის შეხედულებების გათვალისწინებითაა ჩაწერილი.

ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ევროპის მასშტაბით განლაგებული ამერიკული ჯარების ნაწილს უკრაინული ჯარები ჩაანაცვლებენ.

მეორე პუნქტით კი, რომლის იდეა რესპუბლიკელ სენატორს და ტრამპის მოკავშირეს, ლინდსი გრემს ეკუთვნის, უკრაინა კრიტიკულ ბუნებრივ რესურსებს დასავლელ პარტნიორებს გაუზიარებს.

“გამარჯვების გეგმა” ზელენსკიმ ტრამპს სექტემბერში, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. პირი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, გამოცემას ეუბნება, რომ გეგმის განხილვისას ტრამპი ზემოაღნიშნული პუნქტებით დაინტერესდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay