34
უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს, ეს არის გეგმა A, B და C, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჩვენს უკრაინელ თანამოსაუბრეებს შევახსენებ, რომ უკრაინა კარგავს მიწებს და გააგრძელებს მათ დაკარგვას. ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. აი ეს არის გეგმა A-ც, B-ც და C-ც. კიევი ვალდებულია, საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის ადმინისტრაციული საზღვრებიდან გაიყვანოს” – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა მათ შეკითხვას, რაში მდგომარეოპს დონბასის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა