რა თქმა უნდა, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში და მადლობა ეთქმის ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს.
რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად, ვინაიდან ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, დადასტურდა რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთაა, ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ, ვხედავდით, რომ აღმსრულებლები, ვინც დაკავებული, იყო არ იძლეოდნენ ჩვენებებს და საბოლოო ჯამში, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა და შსს-ს განცხადებით, ვნახეთ ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ იყო შემსრულებელი და რა იყო მოტივი, ასე რომ მადლობა ეთქმის ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, ამ ძალიან მძიმე და რთული საქმის გამოძიებისთვის.
რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იქნას. რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ ვიცით ჩვენ, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტადიციის მომენტს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი – შალვა პაპუაშვილი