კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება

ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება

by admin

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება.

მისი თქმით, გაზის უცვლელი ტარიფი ერთი წლის ვადით იმოქმედებს.

„ბუნებრივ აირზეც ტარიფები რჩება უცვლელი. ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება. ერთი წლის ვადით”, – განაცხადა ნარმანიამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay