ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home მსოფლიო ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

by admin

ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს.  ტაილანდისა და კამბოჯის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და მხარეები სიტუაციის ხანგრძლივ გადაწყვეტაზე იმუშავებენ.

“ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მომავალი გადაადგილების გარეშე შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი განლაგება შენარჩუნდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროცესის მიმდინარეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სადამკვირვებლო ჯგუფი დააკვირდება.

შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება მიმდინარე თვის დასაწყისში განახლდა. ორივე ქვეყნის მონაცემების მიხედვით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 101 ადამიანი დაიღუპა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay