ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home პოლიტიკა ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი – ყაველაშვილი

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი – ყაველაშვილი

by admin

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“პარალელურად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა. ამავდროულად, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია, საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ დიპლომატებზეა დამოკიდებული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაცული და სწორად წარმოჩენილი იყოს ქვეყნის იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ღირებულებები.

„ამ პროცესში, მით უფრო ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი როლი, რადგან სწორედ თქვენზე, ქართველ დიპლომატებზეა დამოკიდებული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაცული და სწორად წარმოჩენილი იყოს ჩვენი ქვეყნის იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ღირებულებები, რითაც ასე ვამაყობთ და რაზეც დგას კიდეც ჩვენი ქვეყანა.

თქვენ დიპლომატიურ საქმიანობაზე გაცილებით უფრო დიდი და საპატიო მისია გაკისრიათ – ესაა პასუხისმგებლობა ქვეყნის ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. გახსოვდეთ, რომ წარმოადგენთ ქვეყანას და ხალხს, რომელიც არასდროს ნებდება! იყავით თავდაჯერებულები, პრინციპულები და, რაც მთავარია, ერთიანები, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ გაისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, ხმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკიცედ და ერთგულად იცავს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay