29
პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. არსებული მონაცემით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ირაკლი ჩომახაშვილმა – 1366, კენჭისყრა ჯამში 2855 ხმით დასრულდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო, რადგან პირველში ვერცერთმა კანდიდატმა უმრავლესობის (50%+1) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.