ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს – სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს – სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

by admin

საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აქვეყნებს ფოტოებს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ფორუმიდან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრება.

ღონისძიებას ასევე ესწრებიან თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებიც.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay