ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home მსოფლიო უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში იარაღით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში იარაღით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყეს

by admin

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადამტან ორ რუსულ გემს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების ძალებს წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაწოდა.

გემებზე „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“ დარტყმა კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან განხორციელდა. რუსეთი ამ გემებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. ორივე გემი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay