სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო აშშ-ში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა

აშშ-ში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა

by admin

აშშ-ში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა. ამრიგად, ტრამპმა, მიიღო საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა, მისმა კონკურენტმა კამალა ჰარისმა – 226.

რესპუბლიკური პარტია, დიდი ალბათობით, მოიპოვებს უმრავლესობას აშშ-ს პარლამენტის ორივე პალატაში – სენატში და წარმომადგენელთა პალატაში, რაც დონალდ ტრამპს მისცემს მაქსიმალურ შესაძლებლობას განახორციელოს თავისი პოლიტიკა. ტრამპმა უკვე დაასახელა რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური მიზანი – მათ შორისაა იმიგრაციაზე კონტროლის გამკაცრება, საგადასახადო კანონებში ცვლილებები და კლიმატის დაცვის რეგულაციების შესუსტება.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay