პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home სპორტი შოთა არველაძე “ქასიმფაშას” აღარ გაწვრთნის

შოთა არველაძე “ქასიმფაშას” აღარ გაწვრთნის

by admin

შოთა არველაძე “ქასიმფაშას” აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბუნჩუოღლუ ავრცელებს. წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი კლუბში მენეჯმენტის ცვლილება გახლავთ.

ქართველი მწვრთნელი ახალ მმართველ ბორდს ხვალ შეხვდება და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაწყდება. ამ მომენტისთვის “ქასიმფაშა” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. არველაძემ თურქული გუნდი ზაფხულში ჩაიბარა. რველაძეს სამწვრთნელო კარიერაში თელ ავივის “მაკაბიში”, “ფახთაქორსა” და “ჰალ სიტიშიც” უმუშავია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay