პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home პოლიტიკა სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსტემ უმეროვს შეხვდებიან

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსტემ უმეროვს შეხვდებიან

by admin

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დღეს, აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში არის დაგეგმილი, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დაესწრება.

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამაც დაადასტურა, რომ რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.

სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა უიტკოფისა და კუშნერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შემდგომ შეხვედრას ელის. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი არ არის, თუმცა თავად პროცესი მიმდინარეობს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay