სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო საქართველოსა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს -აშშ-ის ელჩი

საქართველოსა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს -აშშ-ის ელჩი

by admin

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ში არჩევნების შედეგების მიუხედავად, ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა არ შეიცვლება.

„მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის — ყველა ეს ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, — განაცხადა რობინ დანიგანმა ამერიკული სავაჭრო პალატის ორგანიზებულ election breakfast-ზე, „ქორთიარდ მარიოტში“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay