ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა, მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმა“, რომლის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.
“ის [გეგმა] ისე გამოიყურება, თითქოს მოსკოვში დაიწერა. ძალიან ნათლად უარყოფს გაერო-ს ქარტიას. ჩვენ გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. და ამ მიზნის მისაღწევად უკვე ოთხი წელია ვმუშაობთ” – თქვა ვალტონენმა.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმაზე. შეერთებული შტატები, „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში, მოუწოდებს უკრაინას, რუსეთის ომის დასასრულებლად დათანხმდეს გარკვეული ტერიტორიებისა და იარაღის ნაწილის დათმობას