სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
Home მსოფლიო კით კელოგი თანამდებობას 2026 წლის იანვარში დატოვებს

კით კელოგი თანამდებობას 2026 წლის იანვარში დატოვებს

by admin

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი თანამდებობას 2026 წლის იანვარში დატოვებს.

როგორც Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, კელოგმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოთხ სხვადასხვა ადამიანთან ილაპარაკა.

სპეციალური წარმომადგენელი დროებითი თანამდებობაა, რომლის ვადა 360 დღის გასვლის შემდეგ იწურება. ვადის გახანგრძლივებისთვის, სენატის თანხმობაა საჭირო.

“კელოგის წასვლა კიევისთვის არასასიამოვნო ამბავია. ევროპელი და მათ შორის უკრაინელი დიპლომატები ყოფილ გენერალ-ლეიტენანტს აღიქვამდნენ, როგორც თანამგრძნობ პირს ტრამპის ადმინისტრაციაში”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay