შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა შემრიგებლური ტონის მიუხედავად, კვლავ აღვნიშნავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალისტურად აღიქვას პოლიტიკური რეალობა – ცხინვალის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო

შემრიგებლური ტონის მიუხედავად, კვლავ აღვნიშნავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალისტურად აღიქვას პოლიტიკური რეალობა – ცხინვალის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო

by admin

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„თბილისიდან მომდინარე გარკვეულწილად შემრიგებლური ტონის მიუხედავად, ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ ოფიციალურ დღის წესრიგში გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და სუბიექტური შეფასებების გამოყენებას, ბრალდებებს „რუსული ოკუპაციის“ ბრალდებებს და ა.შ.“, – აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში ამბობენ, რომ ეს სიტუაცია საქართველოში მიმდინარე ინტენსიური შიდა პოლიტიკური ბრძოლის ანარეკლია.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალისტურად აღიქვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობა“, – აცხადებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay