შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა სომხეთში, ეჩმიაძინის ადგილობრივ არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთში, ეჩმიაძინის ადგილობრივ არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

by admin

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მმართველმა პარტია სამოქალაქო კონტრაქტმა ქვეყნის რელიგიური ცენტრის, ეჩმიაძინის ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა.

47-ვე საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, სამოქალაქო კონტრაქტმა ხმების 48.51% მიიღო, მეორე ადგილი კი კოალიცია გამარჯვებამ დაიკავა 31.87%-ით.

აღსანიშნავია, რომ ეჩმიაძინის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 36.72%-მა მიიღო.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი პარტიის კანდიდატს, არგიშტი მეხაკიანს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი აღნიშნა, რომ ეჩმიაძინში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა მისი მთავრობის პოლიტიკას მხარს უჭერს.

“თქვენ არგიშტი მეხაკიანი მერად აირჩიეთ, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული სომხეთის რესპუბლიკა ჩვენი მოწამეების ხსოვნისადმი პატივისცემის საუკეთესო გზაა”. – წერს ფაშინიანი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay