ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ინფორმაციას კიასტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლიეტუვას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცეა. დღევანდელი ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისკენ. სახელმწიფო მდივანს მადლობა გადავუხადე ლიეტუვაში აშშ-ის ძალების ყოფნისთვის, რაც რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მოკავშირეების ერთიანობის ძლიერი სიმბოლოა. ლიეტუვა აშშ-სთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადაა, ასევე, უკრაინის გვერდით ერთად მყარად ვდგავართ”- წერს ბუდრისი X-ზე