შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული საკითხები განიხილა

აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული საკითხები განიხილა

by admin

აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სირიის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილა რეგიონული საკითხები და აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავება.

Reuters-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

აჰმედ ალ-შარაამ თეთრი სახლი უკვე დატოვა.

შეხვედრას სირიის მხრიდან ასევე ესწრებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ეს სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია თეთრ სახლში. სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული, და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay