ევროპის ჩემპიონატი ჩვენი საფეხბურთო ისტორიის მაღალი წერტილი იყო. შეგვიძლია, ცხოვრებისეული მაგალითი მოვიყვანოთ, მეგობრებთან ერთად როცა ძალიან კარგ წვეულებაზე გავერთობით და შემდეგ რამდენიმე დღე გვჭირდება ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად – ვფიქრობ, ამ ეტაპზე ვართ. ეს მოსალოდნელიც იყო. ამას გარდა, გვაქვს თაობათა ცვლა, ჩვენ გამოგვაკლდნენ ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი, კაშიასაც ასაკი ემატება. თუმცა, დადებითი ისაა, რომ სხვა ახალგაზრდა მცველები მოდიან – გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ნარიმანიძე. ვიცით, რომ 21-წლამდელებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ, მაგრამ გუნდის შენების პროცესში ვართ და სწორედ ამიტომაა ნარიმანიძე გამოძახებული. გვინდა, რომ ის გამოვცადოთ. რაც შეეხება სიგუას, ბაზელში რთული პერიოდი ჰქონდა, ახლა გვიბრუნდება, რადგან ბოლო პერიოდში ლოზანაში კარგად ითამაშა, მისი მწვრთნელიც მესაუბრა და მინდა, მას ვაჩვენო, რომ ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. ზოგჯერ რთული მომენტები გვეხმარება და დადებითად აისახება ჩვენზე, უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებს ვხედავთ. ამ ეტაპზე შენების პროცესში ვართ, უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგან კარგი მომავლის აშენება ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც გუნდში მოვედი, 3-მცველიან სქემაზე მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის პრობლემა, რომ დროა საჭირო. მაგალითად, შემიძლია მოგივყვანოთ ლუის ენრიკე, რომელსაც პსჟ-ში შესანიშნავი შედეგები აქვს, მაგრამ პირველ სეზონში ხალხი გუნდიდან მის წასვლასაც ითხოვდა. გუნდის შენება დროს მოითხოვს – ვილი სანიოლი.
ალექსანდრე იაშვილი – მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, მწვრთნელი როგორ მუშაობს. რთული მატჩები ყოველთვის არსებობს, სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელია. ფაქტია, ის ემოცია, რაც გვქონდა, ბოლო მატჩებში არ ყოფილა. გვჯერა, ამას ვილისთან ერთად გამოვასწორებთ, იგი მომავალ წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება