როცა ატყდა ამ თემაზე ერთი ამბავი, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო ის, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვიქნებით 2028 წლისთვისო – ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! არ მოგისმინა, იმიტომ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი. მთავარი რა არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას და რეალურად შეაფასოს. არავინ არ სთხოვს იმ საზოგადოებას, რომ გინდა თუ არა მომხრე იყავი ამ ხელისუფლების, მაგრამ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და შეფასებაში იყო ობიექტური, ვინ რა განცხადებას აკეთებს. გული გვწყდება, რომ რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის ან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ, მაგრამ საქართველო პარალელურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა
ყაველაშვილი – როცა ატყდა ამბავი, თითქოს პროტესტის მოტივატორი იყო კობახიძის განცხადება გაწევრიანების შეჩერებაზე, ვამბობდით, რომ ეს ჯერ კიდევ ივნისში ევროკავშირისგან გაცხადდა, მაგრამ ვინ მოგისმინა?!
81