ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა

by admin

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა. გადაწყვეტილება ალ-შარაას თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტამდე სამი დღით ადრე მიიღეს.

სხდომაზე 15 ხმიდან 14 სანქციების მოხსნის სასარგებლოდ იყო, გადაწყვეტილების მიღებისგან მხოლოდ ჩინეთმა შეიკავა თავი.

ცნობისთვის, 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისლამისტური ჯგუფის ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის (HTS) ხელმძღვანელობით მოქმედი ამბოხებული ძალების სწრაფი შეტევის შედეგად ჩამოაგდეს.

ზოგადად, 2016 წლამდე HTS სირიაში ალ-კაიდას ოფიციალური ფრთა იყო. 2014 წლის მაისიდან ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს ალ-კაიდასა და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაშია.

HTS-ის ზოგიერთი წევრი გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, მათ შორის, მისი ლიდერი შარაა და ხატაბიც

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay