გვჭირდება შესაძლებლობები, აღჭურვილობა, რეალური საცეცხლე ძალა და, რა თქმა უნდა, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები, რადგან ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები რეალური და ხანგრძლივია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბუქარესტში, ნატო-ს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.
“მაგრამ რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხე ამ ომის დასრულების შემდეგ არ დასრულდება. რუსეთი, უახლოეს მომავალში, ევროპასა და მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება. როგორც იცით, ის ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვებთან თანამშრომლობს. ისინი თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტო დონემდე ზრდიან. ისინი გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან. არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
ამის წარმატებით გასაკეთებლად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სამ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე: რაოდენობაზე, კრეატიულობასა და თანამშრომლობაზე. ჩვენ უკვე გვაქვს უახლესი ტექნოლოგიების სისტემები, საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ეს გვაძლევს უპირატესობას და ჩვენ მას შევინარჩუნებთ. რაც უფრო მეტად და სწრაფად გვჭირდება, არის წარმოების გაზრდას და მიწოდების ვადების შემცირება. ჩვენ უკვე ვცვლით სიტუაციას საბრძოლო მასალის სფეროში. ცოტა ხნის წინ რუსეთი უფრო მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებდა, ვიდრე ნატო-ს ყველა მოკავშირე ერთად. მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ალიანსის მასშტაბით, ათობით ახალ საწარმოო ხაზს ვხსნით და არსებულებს ვაფართოებთ. ვაწარმოებთ იმაზე მეტს, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამ პროგრესზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სხვა სფეროებშიც, მაღალი დონის საჰაერო თავდაცვიდან დაწყებული დაბალფასიანი დრონების მოსაგერიებელი სისტემებით დამთავრებული”, – აღნიშნა რუტემ