კვირა, ივნისი 14, 2026
Home მსოფლიო არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც “ბირთვული გამოცდის” შესახებ საუბრობდა, ალბათ, არც თავად იცის, მაგრამ ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია – მედვედევი

არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც “ბირთვული გამოცდის” შესახებ საუბრობდა, ალბათ, არც თავად იცის, მაგრამ ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია – მედვედევი

by admin

არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა – ალბათ, არც თავად იცის, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

“არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. (ალბათ, არც თავად იცის). მაგრამ, ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია: რუსეთი იძულებული იქნება, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს”, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, სერიოზული საკითხი უწოდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay