კვირა, ივნისი 14, 2026
Home საზოგადოება ბირთვულ ობიექტებს აღვადგენთ – ირანის პრეზიდენტი

ბირთვულ ობიექტებს აღვადგენთ – ირანის პრეზიდენტი

by admin

ბირთვულ ობიექტებს აღვადგენთ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

„შენობებისა და ქარხნების განადგურება ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, ჩვენ მათ უფრო ძლიერად აღვადგენთ“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ სურს.

„ამ ყველაფრის მიზანი ხალხის პრობლემების მოგვარებაა. ეს ყველაფერი ხალხის ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ივნისში ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, მაშინ აშშ ახალ დარტყმებს განახორციელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay