“მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ჩვენი ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე და ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი.
მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში – მივეცი მე მგონი, 17 ინტერვიუ უცხოურ მედიას, რომ ავუხსნა, აქ რა მოხდა, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ვესაუბრე საგარეო მინისტრებს, ალბათ წაიკითხავთ ყველა იმ შეფასებას და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და ამერიკიდან. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, ჯერ ერთი, არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა, ორბანი, არავინ არ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათაშორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე.
ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სადამკვირებლო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველამ ერთად და თქვენი დახმარებით, უნდა შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს