შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთისა და ინდოეთის ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ

აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთისა და ინდოეთის ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ

by admin

აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთის მთავარი სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები შემოიღო ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის – “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ, ჩინეთის მთავარმა სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის ყიდვა.

წყაროების ცნობით, ჩინური სახელმწიფო ნავთობკომპანიები – PetroChina, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil როგორც მინიმუმ უახლოეს მომავალში თავს აარიდებენ ზღვით რუსული ნავთობის ყიდვას სანქციების გამო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთამდე ინდოეთმა – ზღვით რუსული ნავთობის მთავარმა მყიდველმა – შეწყვიტა რუსული ნავთობის ყიდვა ამერიკული სანქციების გამო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay