შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“შეხედეთ, როგორ ნერვიულობდა პუტინი, როდესაც ეს თემა წამოიჭრა. მას ესმის, რომ შორი მოქმედების იარაღს შეუძლია ომის მიმდინარეობის შეცვლა. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველაფერს, რაც უკრაინას ასეთი შესაძლებლობების მოპოვებაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია. შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ში არ არის და ისინი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, აშშ-ის გარდა, Tomahawk–ის ტიპის რაკეტებს ასევე ფლობენ გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. ამასთან, ცოტა ხნის წინ აშშ-ისგან „ტომაჰავკების“ რაკეტები იყიდეს ნიდერლანდებმა