აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ოქტომბერს კნესეტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსოფლიო “ახლო აღმოსავლეთში ახალი განთიადის” შემსწრეა და იმედი გამოთქვა, რომ “რეგიონი სამუდამოდ მშვიდობიან ცხოვრებას” შეძლებს.
“დღეს ცაში სიმშვიდეა, იარაღები დადუმებულია, სირენები გაჩერებულია და მზე ამოდის წმინდა მიწის თავზე, სადაც საბოლოოდ მშვიდობა,” თქვა ტრამპმა მას შემდეგ, რაც დღეს დილით ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული 20 მძევლის სიმამაცე შეაქო.
ტრამპის თქმით, ეს არა მხოლოდ ომის დასასრული, არამედ “ასევე ტერორისა და სიკვდილის ხანის დასასრული, ხოლო რწმენის, იმედისა და ღმერთის ხანის დასაწყისია.”
აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს დღე ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებს შორის “თანხმობის ხანის” დასაწყისია. “ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული განთიადია,” დაამატა მან.
ტრამპმა ასევე შეაქო ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს “დიდებული გამბედაობა და პატრიოტიზმი” და ხაზი გაუსვა, რომ “მისმა პარტნიორობამ ბევრი გააკეთა, რათა დღევანდელი დღე შესაძლებელი ყოფილიყო.”
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.
ამას გარდა, კნესეტში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ მოუწოდა, რომელსაც ამჟამად კორუფციის ბრალდებებით ასამართლებენ. მას ბრალად ედება თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება ძვირადღირებული საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით სკანდალშ