შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება თელ-ავივში, “მძევლების მოედანზე” მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან

თელ-ავივში, “მძევლების მოედანზე” მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან

by admin

თელ-ავივის “მძევლების მოედანზე” ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმმა საზოგადოებას მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ფორუმი მძევლების ისრაელში დაბრუნების ტრანსლაციას მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე გეგმავს.

The Times of Israel-ი წერს, რომ „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებას, სავარაუდოდ, დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყებს. ღაზაში 48 მძევალი იმყოფება, აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, 20 მძევალია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay