შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

by admin

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია. ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

გამოცემის ცნობით, აგენტები მაისში  „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ყოფილი თანამოაზრის” დაკავების ფინზე გაიწვიეს . როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, გამოცემა გულისხნოვს „ქართუ ბანკის” ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay