შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო ხვალ ახალი გზის დასაწყისია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ხვალ ახალი გზის დასაწყისია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

by admin

ეს არის ცრემლების საღამო და ბედნიერების საღამო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ვიცი, რომ ჩვენ შორის ბევრი კამათია, მაგრამ, ამ დღეს, და იმედი მაქვს, რომ იმ პერიოდშიც, რომელიც თითქმის მოგვიახლოვდა, ყველა მიზეზი გვაქვს, რომ ის გვერდზე გადავდოთ, რადგან ერთობლივი ძალით მივაღწიეთ სანახაობრივ გამარჯვებებს, გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოგნა. ჩვენს წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს, ჩვენ გადავლახავთ გამოწვევებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს”.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა დაპირებები, რომლებიც მძევლების ოჯახების მონახულებისას მისცა და მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს და დაღუპულთა ოჯახებს:

“ხვალ ახალი გზის დასაწყისია,აღმშენებლობის გზის, განკურნების გზის და, იმედი მაქვს, ერთიანობის გზის”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay