ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ, ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ, ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

ნათლად ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განზრახვებსა და შესაძლებლობებს და ვიმუშავებთ მათთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ევროპაში ჩვენი საერთო თავდაცვის პოტენციალი არ დაიკარგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ივაშჩენკოს დაავალა, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს უკრაინის იმ პარტნიორებთან, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინისთვის მეტი იარაღისა და საჭირო ინვესტიციების მიწოდება.

ზელენსკის განცხადებით, ივაშჩენკომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ რუსები თავიანთი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს არა მხოლოდ ომის დასაფინანსებლად, არამედ დივერსიისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვადასხვა ოპერაციისთვის ევროპაში.

“ტანკერებიდან დრონების გაშვების ბოლოდროინდელი შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას და მნიშვნელოვანია, რომ მათ გადადგან ხელშესახები ნაბიჯები რუსეთის საპასუხოდ. ჩვენ ამ მიმართულებით ყველა დონეზე ვმუშაობთ და ჩვენს პარტნიორებთან, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან, მეტი შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართება”, – აღნიშნა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay