ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს – ფრიდრიხ მერცი

პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს – ფრიდრიხ მერცი

by admin

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

“ის ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. უკრაინის წინააღმდეგ -სამხედრო ომს და ეს ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული”, – განაცხადა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მიზანი ევროპის პოლიტიკური წესრიგის შერყევაა და რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ინტერესებშია ღია, ლიბერალური საზოგადოებების დასაცავად.

გერმანიის კანცლერმა ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობებს დაუკავშირა და განაცხადა: “არ დავშინდებით და ეფექტურად დავიცავთ თავს. პუტინთან პირდაპირ საუბარს განიხილავთ, მაგრამ ამ ეტაპზე მასთან საუბრის ყველა მცდელობა უკრაინაზე კიდევ უფრო მკაცრი თავდასხმებით მთავრდება”.

გერმანიის კანცლერის თქმით, გასულ კვირას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ცხარე კამათი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მას შემდეგ, რაც ორბანმა გერმანია მოლაპარაკებების თავიდან აცილებაში დაადანაშაულა.

მერცის განცხადებით, მან ორბანს შეახსენა, რომ პუტინმა შარშან კიევსა და მოსკოვში მის ვიზიტებს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით უპასუხა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay