უნგრეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს – ჩვენ უკრაინასთან სტრატეგიული შეთანხმება გვჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
“მოლაპარაკებების გახსნისთვის სამართლებრივი და მკაფიოდ დადგენილი პროცედურა არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს ერთსულოვან გადაწყვეტილებებს ნიშნავს. უკრაინამ ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს, სტრატეგიული შეთანხმება კარგია. უკრაინა გმირული ქვეყანაა და ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, ეს ეჭვგარეშეა. წევრობა ზედმეტია. ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული შეთანხმება გვჭირდება. უნგრეთში ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. ასე რომ, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია არ არის, რომ ჩვენ უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ. ეს უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა