კვირა, აგვისტო 23, 2026
Home საზოგადოება ირაკლი ზარქუას სიძეს კავშირი არ აქვს კომპანია “ლაგი კაპიტალთან”, რომლის წარმომადგენლებიც დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის დააკავეს – კალაძე

ირაკლი ზარქუას სიძეს კავშირი არ აქვს კომპანია “ლაგი კაპიტალთან”, რომლის წარმომადგენლებიც დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის დააკავეს – კალაძე

by admin

კახა კალაძის ინფორმაციით, არანაირი კავშირი არ აქვს  ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძეს “ლაგი კაპიტალთან”, რომლის ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

“ტყუით, არასწორი ინფორმაციაა! არანაირი კავშირი არ აქვს ზარქუას სიძეს ამ კომპანიასთან. წლების წლის, ეს კომპანია გასხვისებული იყო და კერძო საკუთრებაში არის. აღნიშნული კომპანია სხვა პიროვნების არის, წლების წინ იყო გასხვისებული”,-აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს რეგიონებში სკოლებისა და ბაღების მშენებელი კომპანია „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას სიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი წლების წინ “ლაგი კაპიტალს” ფლობდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay