შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ, თუმცა შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკონტროლებენ და რეაგირების გარეშე არაფერი დარჩება

ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ, თუმცა შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკონტროლებენ და რეაგირების გარეშე არაფერი დარჩება

by admin

შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკონტროლებენ, რეაგირების გარეშე არაფერი დარჩება, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს თანხა ჩაერიცხათ რადიკალიზაციის დასაფინანსებლად”.

“ჩვენი შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებით მუშაობენ. ყველანაირი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. ჯერ იყო და ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, შემდეგ უნივერსიტეტებს, ახლა ფიზიკურ პირებზე გადავიდნენ. სხვადასხვა სისულელით უნდათ, შენიღბონ ეს ყველაფერი, ვითომ ყოფილ თანამშრომლებს ჯილდოს, პენსიას აძლევენ. ყველაფერს აკონტროლებს შესაბამისი უწყებები. რეაგირების გარეშე არ დარჩება არაფერი”, – განაცხადა კახა კალაძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay