ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა -კიტ კელოგი

დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა -კიტ კელოგი

by admin

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა.

Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კიტ კელოგმა უპასუხა: “მისი ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის -დიახ”.

ამასთან, კელოგმა დასძინა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს.

“უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება. რუსეთი არ იგებს ამ ომს, ის რომ ომს იგებდეს, კიევში იქნებოდნენ, ოდესაში იქნებოდნენ”, – აღნიშნა კელოგმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay